my breakdown
hi :) დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე გავიღვიძე, ალბათ იმიტომ რომ გუშინ რაღაც არ მომეწონა და ცუდ ხასიათზე დავიძინე, ჩემი აზრით ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი,ისე არაფერი ხდება, ახლა უკვე 10:11 საათია და მთელი დღე უაზროდ გავიყვანე,ვფიქრობ რადგან ამ ვითომ"ბლოგებს" ვწერ მთლიან ხასიათს ამაში ვაქსოვ და ვიცლები, ახლა ზედმეტად სევდიანი სიმღერა მაქვს ჩართული და ტირილს ვაპირებ რადგან ემოციები დავცალო და რამენაირად ხასიათზე მოვიდე, როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენე ჩემი შეყვარებული ამერიკაშია ამიტომ არ მინდა ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფს ჩემი უაზრო ხასიათი დავუმატო და ჩემზე ინერვიულოს ან რამე ისეთი ვუთხრა რასაც არ იმსახურებს და არ მინდა რომ ვაწყენინო , რადგან მთელს სამყაროში არ არსებობს ადამიანი რომელიც მასზე მეტად მიყვარს და რომელთან ყოფნაც ახლა მენდომებოდა, ვატყობ რომ ყველაფერი იცვლება ალბათ იმიტომ რომ ვიზრდები და როგორც ჩემს გარშემო ასევე ჩემშიც ყველაფერი ცვლილებას განიცდის, რაზეც აქამდე ინტერესი მქონდა , აღარ მაინტერესებს , რასაც აქამდე ყურადღებას ვაქცევდი, აღარ ვაქცევ , მინდა რომ ჩემი ცხოვრება მთლ...